შპს „დაფნას“ წარმომადგენელი - პროდუქციის მიწოდებისას უმრავლეს ქსელს აქვს პირობა, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას

პროდუქციის მიწოდებისას უმრავლეს ქსელს აქვს პირობა, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას, - ამის შესახებ პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე სადისტრიბუციო კომპანიების მოსმენისას შპს „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, მან ე.წ. ქეშბექზეც ისაუბრა.

„პირველი საკითხი ვფიქრობ, რომ არის ე.წ. ქეშბექის საკითხი. სადისტრიბუციო კომპანიები ვალდებული ვართ, ჩვენ მიწოდებულ თუ „რითეილის“ მიერ გაყიდულ (დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე) პროდუქციაზე ეს „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ე.წ. ქეშბექი იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შედარებით დაბალია ეს გადასახადი, ხოლო რიგ პროდუქტებზე მაგალითად, შოკოლადის ნაწარმსა და სხვა პროდუქტზე 50%-ზეც არის“,- აღნიშნავს ლევან პაპიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს