რელიგიის სააგენტომ საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგი გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი ტრენინგი გამართა თემაზე - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი", რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, საჯარო სკოლების 37 დირექტორი დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ტრენინგი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი განმტკიცების, პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პრევენციის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა.

შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“ ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ. „რელიგიები საქართველოში“ იყო სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სერგო ფარულავას ლექციის თემა.

ტრენინგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის მენეჯერი ნინო გორდეზიანი და კოორდინატორთა ჯგუფის უფროსი ქეთევან ჭოლოკავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები და ბიბლია გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს