პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შსს-ს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, რომლის უფლებამოსილებაში არაგაბარიტული ტვირთების დაცვა და გაცილება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება - ტვირთვის გადაადგილების, მარშრუტის და კილომეტრაჟის შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დამკვეთის სასარგებლოდ, მისი თანამშრომელი შეიყვანა შეცდომაში და არასწორი ინფორმაციის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი შეადგენინა, რითაც დამკვეთმა პირმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა რეალურ თანხასთან შედარებით გაცილებით ნაკლები თანხა. აღნიშნულით კი არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინსტერესი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!