ვიქტორ ორბანი - უკრაინის მთავრობა უნგრეთსა და სლოვაკეთზე ნავთობის ბლოკადის მეშვეობით ზეწოლას ახდენს, ისინი არ გაჩერდებიან - უნგრეთი შანტაჟს არ შეეგუება

უკრაინა უნგრეთის ენერგოსისტემის მუშაობის შეფერხების მიზნით შემდგომ ნაბიჯებს ამზადებს. შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

ვიქტორ ორბანის ცნობით, უნგრეთის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა.

„უკრაინის მთავრობა უნგრეთსა და სლოვაკეთზე ნავთობის ბლოკადის მეშვეობით ზეწოლას ახდენს. ისინი აქ არ გაჩერდებიან. უნგრეთი შანტაჟს არ შეეგუება“, - წერს ორბანი.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს