იტალიაში მიმდინარე კარატეს საერთაშორისო  ჩემპიონატიდან ქართველი სპორტსმენები 7 მედლით - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო დაბრუნდნენ

იტალიის ქალაქ ლეკოში ყოველწლიური IX საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

ტურნირზე, რომელიც 21-22 თებერვალს მიმდინარეობდა და სადაც 20-მდე ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, ქართველმა კარატისტებმა საერთო ჯამში 7 მედალი მოიპოვეს: 4 ოქროს, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი.

უფროსებს შორის ორ დისციპლინაში, - ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში I ადგილი ოქროს მედლებით აიღო ჭაბუკა მახარაძემ, - მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, შავი ქამრის V დანის მფლობელმა სპორტსმენმა.

წარმატებით იასპარეზა 13 წლის ანდრია საათაშვილმა, ევროპის ორგზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა, ამჯერად, მან იტალიაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე 13 წლის ბიჭებს შორის ინდივიდუალურ კატაში I ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამ შედეგის გარდა მანვე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო ინდივიდუალურ კუმიტეს +55 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.

აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა 11 წლის ბარბარე თავაძემ, რომელმაც I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა გოგონათა 11-12 წლებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მანვე II ადგილი ვერცხლის მედლით მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიაში.

ტურნირის ორგანიზატორი იტალიის სპორტული კარატეს გაერთიანებული ფედერაციაა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს