რუსეთის საგამოძიებო სამსახური - უკრაინელებმა სმოლენსკში, ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 10

რუსეთის სმოლენსკის ოლქში, ქიმიურ ქარხანაზე ათობით უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამომძიებლების თქმით, „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სმოლენსკის რეგიონში, „დოროგობუჟის“ ქიმიურ ქარხანაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი მინიმუმ 30 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით საჰაერო თავდასხმები განახორციელეს“.

„დაზიანდა ქარხნის ინფრასტრუქტურის ელემენტები, სახანძრო სადგურის შენობა და სპეციალური სახანძრო მანქანა, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა მფლობელებს“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, „დოროგობუჟი“ Acron Group-ის ნაწილია და აწარმოებს აზოტიან და რთულ სასუქებს, ასევე სამრეწველო პროდუქტებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს