ფრიდრიხ მერცი ჩინურ კომპანიებს გერმანიაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, ჩინურ კომპანიებს გერმანიაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მერცმა, რომელსაც თან დიდი ბიზნეს დელეგაცია ახლავს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს განუცხადა, რომ აპირებს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ჩინეთთან, რომელიც გასულ წელს გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო. „არსებობს გამოწვევები, რომელთა განხილვაც გვჭირდება, მაგრამ ჩარჩო, რომელშიც ვმუშაობთ, უკიდურესად ხელსაყრელია და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით“, - აღნიშნა მერცმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა ფრიდრიხ მერცს განუცხადა, რომ ჩინეთი და გერმანია უნდა იყვნენ სანდო პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთს უჭერენ მხარს და ასევე თავისუფალი ვაჭრობის დამცველები.

„ჩინეთი მხარს უჭერს ევროპის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სი ძინპინმა და დასძინა, რომ იმედოვნებს ევროპა ჩინეთთან ერთად იმავე მიმართულებით იმოქმედებს და სტრატეგიულ პარტნიორობას შეინარჩუნებს.

პეკინში გამართული შეხვედრის დროს ფრიდრიხ მერცმა და სი ძინპინმა რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს. სი ძინპინმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვანია ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობა. „მთავარია, გამოსავალი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით ვეძებოთ“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!