პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა. ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით შეეცადა მისი ვინაობის დაფარვას, მაგრამ გამოძიების პროცესში მოპოვებულია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს