თბილისში, ლოზუნგით  - „არ შევეგუებით ოკუპაციას“  მსვლელობა მიმდინარეობს

ლოზუნგით „არ შევეგუებით ოკუპაციას“ ვერის პარკიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციაზე შეკრებილების განცხადებით, დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანია, 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების გახსენება და იმ გმირებისადმი პატივის მიგება, რომლებმაც დედაქალაქი ბოლო ტყვიამდე დაიცვეს.

ვერის პარკში, სადაც მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ, სიმბოლურად მოტანილი ჰქონდათ ტიტები. ამ ფორმით მათ პატივი მიაგეს გმირებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირნენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 25 თებერვალს ისინი იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ მებრძოლებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ დაწყებული ბრძოლა გრძელდება.

ორგანიზატორების თქმით, ოკუპაციის ხაზი დღესაც გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და მათი მიზანია, ისტორიული ბრძოლა საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულონ.

“ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები - ჩვენ 1921 წლის მემკვიდრეები ვართ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტთან დაასრულებენ მსვლელობას.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს