აჭარის მთავრობისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ოკუპაციას არ შეეგუებიან და ქვეყნის ერთიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
მათი განცხადებით, ევროინტეგრაციისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, მოქალაქეები 455 დღეა ქუჩაში პროტესტს აგრძელებენ.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.