ჯეი დი ვენსი - ტრამპი ირანთან დაკავშირებით დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მის განკარგულებაში სხვა მრავალი ინსტრუმენტიცაა - არ შეგვიძლია მსოფლიოში ყველაზე გიჟ რეჟიმს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის კვლავ დიპლომატიური გადაწყვეტის გზას ამჯობინებს.

ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ამ მიზნის დიპლომატიური გზით მიღწევა, მაგრამ მის განკარგულებაში სხვა ინსტრუმენტებიცაა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ პოზიციას, სადაც ირანს არ შეუძლია მსოფლიოს ბირთვული ტერორიზმით დაემუქროს. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოში ყველაზე გიჟ და ცუდ რეჟიმს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი. სწორედ ამას ისახავს მიზნად პრეზიდენტი. ის შეეცდება ამის დიპლომატიურად მიღწევას, მაგრამ პრეზიდენტის განკარგულებაში სხვა მრავალი ინსტრუმენტიცაა, რათა ეს არ მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვენსის თქმით, იმედოვნებს, რომ ირანელები ხუთშაბათს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში ტრამპის ამ დამოკიდებულებას სერიოზულად მოეკიდებიან.

„იმედი მაქვს, რომ ირანელები ამას სერიოზულად მოეკიდებიან ხვალინდელ მოლაპარაკებებში, რადგან ეს ნამდვილად არის ის, რასაც პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს. ვსხედვართ და ირანელებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს ვმართავთ, რათა გონივრული შეთანხმების მიღწევა შევძლოთ“, - აღნიშნა ვენსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის და ირანის დელეგაციები ხუთშაბათს ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს, თუმცა ჯერ არ აუღია ვალდებულება, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს. „მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ არ მოგვისმენია ეს საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“. ამ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ვამჯობინებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს