დიმიტრი პესკოვი ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე - აქვს კი აზრი უმაღლეს დონეზე შეხვედრას, თუ კიევის რეჟიმი ამჟამინდელ პოზიციას შეინარჩუნებს?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შემდეგ ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა აზრი მის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტისა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივებს, მოდით, შემოვიფარგლოთ მხოლოდ მისი ბოლო კვირის განცხადებების გახსენებით - რას არ დათანხმდება უკრაინა არასდროს, რაზე არ წავა ის, რას აპირებს შემდეგ და ა.შ. ამ განცხადებების ანალიზიც კი არ არის საჭირო; ჩვენ უბრალოდ უნდა გავიხსენოთ ისინი და დავსვათ კითხვა, აქვს კი აზრი უმაღლეს დონეზე შეხვედრას, თუ კიევის რეჟიმი ასეთ პოზიციას კვლავ შეინარჩუნებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, კრემლი ეთანხმება აზრს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად სამმხრივი შეხვედრა აუცილებელია.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ, შესაძლოა, სამ კვირაში გაიმართოს მოლაპარაკებები, რომელიც გზას გაუხსნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივ შეხვედრას. პესკოვის თქმით, კრემლი თანხმდება, რომ შეთანხმების დასასრულებლად სამმხრივი შეხვედრა აუცილებელია.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს