ელენე ხოშტარია - დასაფიქრებელია პროდასავლური ოპოზიციისთვის, რომელსაც ისტორიამ სარკე მოგვცა, სადაც ბევრ შეცდომაში თავის დანახვა უნდა შევძლოთ, შანსის ვერ გამოყენებაში კი სირცხვილით დავიწვათ, იქვე სარკესთან

დღევანდელ ვითარებაში 25 თებერვალი არის არა უბრალოდ ისტორიული მოსაგონარი, არამედ ისტორიული, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის დღე - დასაფიქრებელია, რომ რუსეთი ბოროტებაა. დასაფიქრებელია, რომ ქართველი მოღალატეების ფენომენი ახალი არ არის, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა“ აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, სახელმწიფო და თავისუფლება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს და თუ არ დავიცავთ, უპატიებელი იქნება.

„დასაფიქრებელია, თუ რამდენად ღრმა და საამაყოა ჩვენი ევროპული ტრადიცია. დასაფიქრებელია, თუ რამდენი ადამიანი (არა მხოლოდ იუნკერი) შეეწირა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შექმნას და დაცვას. დასაფიქრებელია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება სანატრელი და გადამრჩენელი იქნებოდა მაშინ და ახლა ეს შესაძლებლობა გვაქვს. დასაფიქრებელია და გასაზიარებელია კამათის, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში თანამშრომლობის ტრადიცია. დასაფიქრებელია, თუ რა საუნივერსიტეტო ტრადიციაზე ვდგავართ. დასაფიქრებელია, რომ რუსეთი ბოროტებაა. დასაფიქრებელია, რომ ქართველი მოღალატეების ფენომენი ახალი არ არის.

დასაფიქრებელია ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, რომელსაც ისტორიამ სარკე მოგვცა, სადაც ბევრ შეცდომაში საკუთარი თავის დანახვა უნდა შევძლოთ, შანსის ვერ გამოყენებაში კი სირცხვილით დავიწვათ იქვე სარკესთან. დასაფიქრებელია, რომ ამ ისტორიული პერსპექტივიდან ჩვენი დღევანდელი დისკომფორტი არ უნდა გვაწუწუნებდეს. დასაფიქრებელია, თუ როგორ უნდა ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით.

ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო და თავისუფლება არ გვქონოდა. თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს და თუ არ დავიცავთ, უპატიებელი იქნება. ბოლომდე”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს