ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგსთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტელეგრამზე“ დაწერა.

„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა აქტიურად მუშაობენ და მე მადლობა გადავუხადე მთელი მათი ძალისხმევისთვის, მოლაპარაკებებში ასეთი ჩართულობისთვის, ომის დასრულების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებსაც აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები ხვალ ჟენევაში განიხილავენ.

"განვიხილეთ ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ ჟენევაში ორმხრივ შეხვედრაზე იმუშავებენ, ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში მომლაპარაკებელთა გუნდების შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მარტის დასაწყისში. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებზე გადავიდეთ. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადაჭრა და საბოლოოდ, ომის დასრულება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს