მედია - დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მას ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, - ინფორმაციას Axios-ი უკრაინელ ოფიციალურ პირსა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებულ კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების ზაფხულისთვის მიღწევა სურს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოებები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული კონტროლის საკითხთან დაკავშირებით.

ტრამპსა და ზელენსკის შორის 30-წუთიანი სატელეფონო საუბარი პირველი საუბარი იყო იანვრის ბოლოს დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ.

სატელეფონო საუბარი ტრამპის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის, უკრაინის დელეგაციასთან ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შედგა. საუბარში კუშნერი და უიტკოფიც მონაწილეობდნენ. გამოცეის წყაროს ცნობით, ჟენევაში, შესაძლოა, ჩავიდეს რუსეთის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც და აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდეს.

წყაროებმა Axios-ს განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი ძალიან მეგობრული და პოზიტიური იყო.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ომი წელს დასრულდება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და სურს, რომ ის ერთ თვეში დასრულდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ზელენსკისა და ტრამპის მიერ განხილული ერთ-ერთი საკითხი ლიდერებს შორის შესაძლო სამმხრივ სამიტს ეხებოდა. ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ იმუშავებს ასეთი სამმხრივი სამიტის ჩატარების მიზნით, თუ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებლებს შორის მარტის დასაწყისში დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა მეტ პროგრესს გამოიწვევს.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები მისცეს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს