ხარკოვში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ხარკოვში, რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მაღალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და ადამიანები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე იგორ ტერეხოვზე და ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არსებობს ინფორმაცია შევჩენკოვსკის რაიონში მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე პირდაპირი დარტყმის შესახებ. ამჟამად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა მერმა „ტელეგრამ“ არხზე.

გარდა ამისა, ორი ბალისტიკური რაკეტა და Shahed-ის დრონები ქალაქის კიევისა და შევჩენკოვსკის რაიონებს მოხვდა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, ჩამოაგდო ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა გაზსადენი.

ტერეხოვის თქმით, სლობიდსკის რაიონში, დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხარკოვში დაშავებულია 14 ადამიანი.

26 თებერვლის ღამეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში. დრონმა კრივი-რიჰში ხუთსართულიანი შენობა დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. რუსებმა ასევე შეუტიეს ზაპოროჟიეს, დააზიანეს კერძო სახლი, მაღალსართულიანი შენობა და ორი სავაჭრო ცენტრი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს