პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა, - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებული იერიშების გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და ნატო-ს მოკავშირეების ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.

„ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. ავიაგამანადგურებლები და ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები მზადყოფნაში იქნა მოყვანილი“, - აცხადებს პოლონეთის ოპერატიული სარდლობა.

შეგახსენებთ, 26 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს. კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში. რუსული ძალების იერიშების შედეგად ხარკოვში, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს