მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება და ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია ამ მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება და ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია ამ მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„პრეზიდენტი აფასებს იმ ფაქტს, რომ ის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც შეუძლია ეს ორი მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. ჩვენ პლანეტაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა შეძლო. ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომლის დათმობაც არ გვსურს. თუ ჩვენ ამ პოზიციას დავთმობთ, მაშინ ამის გაკეთებას ვინ შეძლებს? გაერო, საფრანგეთი ან ევროკავშირი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთმინება უსაზღვრო არ არის.

„წინასწარმეტყველებას არ ვაპირებ, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება. თუმცა, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ ეს ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ის ამ ომს სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს. მას ამ ომის დასრულება სურს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს