ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის - ცდილობთ უნგრეთი ომში ჩაითრიოთ - ვხედავთ, თქვენი, ბრიუსელისა და უნგრეთის ოპოზიციის კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს. ვიქტორ ორბანი წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ოთხი წელია, რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღებას ვერ ახერხებთ. ოთხი წელია, ცდილობთ უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ომში ჩაითრიოთ. ამ დროის განმავლობაში, თქვენ ბრიუსელიდან და უნგრეთის ოპოზიციიდან მხარდაჭერა მიიღეთ. ასევე, ჩვენ ვხედავთ, თქვენი, ბრიუსელისა და უნგრეთის ოპოზიციის კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს“, - ნათქვამია წერილში.

ორბანი წერს, რომ „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი დაბლოკა, რომელსაც უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“.

„თქვენი ქმედებები უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და უნგრელი ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას საფრთხეს უქმნის. ასე რომ, ანტიუნგრული პოლიტიკის შეცვლისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ, უნგრელი ხალხი, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი არ ვართ. ჩვენ ომში მონაწილეობა არ გვსურს. ჩვენ მისი დაფინანსება და ენერგომომარაგებისთვის მეტის გადახდა არ გვსურს. მოგიწოდებთ, „დრუჟბას“ ნავთობსადენი ახლავე გახსნათ და უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ თავდასხმებისგან თავი შეიკავოთ“, - წერს ორბანი.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს