კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში ბირთვულ არსენალს განავითარებს

ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში ბირთვულ არსენალს განავითარებს, - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველი „შრომის პარტიის“ მეცხრე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პარტიის მიზანია ეროვნული ბირთვული ძალა გავაძლიეროთ და ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი სრულად გამოვიყენოთ. აქცენტს გავაკეთებთ ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდასა და ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებაზე“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

ასევე, კიმ ჩენ ინმა აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზეც ისაუბრა.

„თუ აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ თავის დაპირისპირების პოლიტიკაზე უარს იტყვის და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის სტატუსს, მაშინ არ იქნება მიზეზი, თუ რატომ ვერ შევძლებთ აშშ-თან კარგი ურთიერთობის განვითარებას“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის კონგრესი ფხენიანში 19-25 თებერვალს გაიმართა. 23 თებერვალს კონგრესმა კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩია. ჩრდილოეთ კორეის „შრომის პარტიის“ მეცხრე კონგრესი სამხედრო აღლუმით დასრულდა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს