ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა, დაიღუპა ორი ადამიანი

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაყვანა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო