„სელფი მობაილის“ ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

„სელფი მობაილი“ აგრძელებს ქსელის უწყვეტ გაუმჯობესებას და მომხმარებლის ინფორმირებას პროგრესის შესახებ. ამის შესახებ „სელფი მობაილის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, „სელფის“ ქსელი კიდევ უფრო საიმედო გახდა - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა ქსელის ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს ნაკლებ ტექნიკურ შეფერხებას, უფრო სტაბილურ კავშირს და პრობლემის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას.

„მომხმარებლისთვის მობილური კავშირის ყოველდღიური გამოყენებისას უკეთესი გამოცდილების შექმნისთვის, თებერვლის თვეში სელფიმ ასევე მოახდინა 3G ქსელის სიხშირული განახლება. ეს პროცესი გულისხმობს: ქსელის სტაბილურობის გაზრდას, ზარების ხარისხის გაუმჯობესებასა და კავშირის გაწყვეტის რისკის მინიმიზაციას. განახლების ეფექტი უკვე აისახა კონკრეტულ ლოკაციებზე: სამგორში და კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც საშუალოდ 0.26%-ით გაუმჯობესდა სატელეფონო ზარების უწყვეტობა, შემცირდა შეფერხების ალბათობა და გაიზარდა კავშირის სტაბილურობა.

„სელფი მობაილი“ უწყვეტად განაგრძობს ზრუნვას ქსელის განვითარებაზე, მომხმარებლების გამოცდილების კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს