„ბევრი პროექტი გვაქვს, თუმცა ნახევარი ვადაში ვერ სრულდება“ - ეს ფრაზა მენეჯერებისგან ხშირად გვესმის. პრობლემა იშვიათად არის მოტივაციის ნაკლებობა; მიზეზი, უმეტესწილად, პროექტების მართვის გამართული სისტემებისა და საჭირო უნარების დეფიციტია.
პროექტების სწორი მართვა ბიუროკრატია არ არის. ეს არის საერთო ენა, რომელიც ნებისმიერი ტიპის გუნდს სჭირდება — იქნება ის კრეატიული თუ ტექნიკური, მცირე თუ მასშტაბური.
„ფლომასტერის“ პროექტის მართვის ტრენინგი სწორედ მათთვისაა, ვინც ყოველდღიურად მართავს გუნდებსა თუ ამოცანებს და სურს, ეს პროცესი უფრო გამართული, პროგნოზირებადი და ეფექტური გახადოს.
რატომ არის პროექტის მართვა კრიტიკული უნარი?
PMI-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიონი დოლარი იხარჯება ამაოდ ყოველ 20 წამში — ბიზნეს სტრატეგიის არაეფექტური განხორციელებისა და პროექტების ცუდი მართვის გამო. ეს წელიწადში დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
სხვადასხვა კვლევების თანახმად, პროექტების 70-80% დასახულ მიზნებს ვერ აღწევს.

პროექტების ეფექტური მართვა პირდაპირ აისახება:
რა იწვევს პროექტების წარუმატებლობას?
პროექტები შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალოს. თუმცა ხშირად ამას იწვევს:
„ფლომასტერის“ ტრენინგზე სწორედ ამ პრაქტიკულ, ყოველდღიურ გამოწვევებზე ვფოკუსირდებით.
პროექტის წარმატების 3 ფუნდამენტური შეკითხვა
პროექტის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, აუცილებელია სამ მთავარ კითხვაზე გვქონდეს მკაფიო პასუხი. სწორედ ეს ქმნის იმ ჩარჩოს, რომელსაც მეთოდოლოგიაში „პროექტის სამკუთხედს“ უწოდებენ:

როგორ ვზომავთ პროექტის რეალურ წარმატებას?
ტრადიციული მოდელი — დრო, ბიუჯეტი და მოცულობა — დღეს უკვე არასაკმარისია. პროექტი შეიძლება ჩაეტიოს ვადებში, მაგრამ იყოს უსარგებლო, თუ მას მომხმარებელი არ იყენებს. „ფლომასტერის“ გუნდი გთავაზობთ შეფასების 4-დონიან სისტემას:
ნუ აქცევთ გაზომვას თვითმიზნად. აირჩიეთ 3-5 საკვანძო მაჩვენებელი, რომლებიც პირდაპირ პასუხობს კითხვას: მივაღწიეთ თუ არა იმას, რისთვისაც პროექტი დავიწყეთ?
წარმატების გაზომვა რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესია, რომელიც გუნდს ზრდაში, ხოლო ორგანიზაციას განვითარებაში ეხმარება.
ადამიანები, რომლებიც პროექტებს მართავენ, ბიზნესის მომავალს ქმნიან
ნებისმიერი დიდი იდეა თუ სტრატეგიული გეგმა პროექტების საშუალებით ხორციელდება. პროექტებს ყოველთვის ადამიანები ასრულებენ, თუმცა მხოლოდ მონდომება საკმარისი არ არის. სწორი ინსტრუმენტები, გამართული მეთოდოლოგია და მოქმედების სისტემაა ის, რაც ამ ადამიანებს მაღალი ნდობის მქონე, ეფექტურ პროფესიონალებად აქცევს.
პროექტის მენეჯმენტის ფლობა ნიშნავს ქაოსის მართვას და გაურკვევლობის გარდაქმნას კონკრეტულ შედეგებად. როდესაც გუნდს აქვს სისტემა, ის აღარ ხარჯავს ენერგიას „ხანძრების ჩაქრობაზე“ და მთელ რესურსს ხარისხიან შესრულებაზე მიმართავს.
(R)