ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ 500-მდე თანამშრომელი დროებით გაიფიცა. შეკრებილების განცხადებით, სამკერვალო ფაბრიკაში ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ, სამუშაო პირობები შეიცვალა. მათი თქმით, ანაზღაურება მომატების ნაცვლად შემცირდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანამშრომელთა ნაწილი გაურკვეველ სიტუაციაში არიან.

ისინი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, უფლებადამცველის ადგილზე მისვლის შემდეგ ფაბრიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომელმაც სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ხელმძღვანელი დასაქმებულებს უახლოეს დღეებში შეხვდება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს