ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო

რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 420 დრონი და 39 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაშავდა.

„რუსების მიერ დღეს გაშვებული რაკეტებიდან უმეტესობის ჩამოგდება ჩვენი პარტნიორების მიერ რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გამოგზავნილი საჰაერო თავდაცვის რაკეტებით მოხდა. სამწუხაროდ, დარტყმებიც იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ. ჯერ კიდევ სიცივეა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო, მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენი ენერგოსისტემის განადგურებას ცდილობს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს