„საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ - ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია

ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სანქციები დაუწესოს ქართულ საინფორმაციო არხებს „იმედსა“ და „PostTV“-ის რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს გზავნილია იმისა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გავლენის ოპერაციები საქართველოს მიერ ძნელად მოპოვებული დემოკრატიის ჩამოშლაში პირდაპირ როლს თამაშობს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. საქართველო რეჟიმის ხელშემწყობი პირების მცირე ჯგუფის მიერ კლეპტოკრატიისკენ მიექანება, ამ პროცესში ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მეტად ხვდება და სანქციები აღნიშნულ რეალობას უნდა ასახავდეს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ დირექტორი პოლიტიკის საკითხებში, დანკან ჰეიმსი.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ სანქციების დაწესების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„დიდმა ბრიტანეთმა რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს: მათი აქტივები გაყინოს, დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე მათი წვდომა შეზღუდოს და უზრუნველყოს, რომ ისინი ლონდონს თავშესაფრად ვერ გამოიყენებენ, როდესაც საბოლოოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აღნიშნავს ჰეიმსი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს