სტუდიო ლიბერთი ახალ, ყოველთვიურ პროექტს STUDIO DROP-ს იწყებს, რომელიც სპეციალურად შერჩეულ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და გამოცდილებებს გააერთიანებს. მისი მიზანია, სტუდიო ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურება ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ხელშესახები და ღირებული გახდეს.
DROP-ის პრინციპი მარტივია - ყოველი თვის 27 რიცხვში სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ახალი შეთავაზება გახდება ხელმისაწვდომი - ერთი გამორჩეული პარტნიორი და განსაკუთრებული პირობა, რომელიც შეზღუდული დროით იქნება აქტიური.
პირველი STUDIO DROP მომხმარებლებს Kitchen & Living-ის მაღაზიებში დახვდებათ. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია 27 თებერვალს, სტუდიო ლიბერთის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდება.
სპეციალურად შერჩეული პარტნიორების, ექსკლუზიური პირობებისა და ახლებური გამოცდილების გაერთიანებთ, STUDIO DROP მის წევრებს დამატებით ღირებულებას უქმნის, რაც სცდება ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას. ამ პროექტით, ფინანსური სარგებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთიანდება, რაც სტუდიო ლიბერთის ბრენდს უფრო პერსონალურ მნიშვნელობას ანიჭებს.
სტუდიო ლიბერთის ციფრული ან პრემიუმ ნაკრების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად - ვებ გვერდის ან მობაილ ბანკის საშუალებით, ასევე, სტუდიო ლიბერთის ფილიალებში თბილისსა და ქუთაისში.
პრემიუმ ნაკრების შეძენისას, მომხმარებელი ისარგებლებს პირადი ბანკირის მომსახურებით და სტუდიოს ყველა უპირატესობით, მათ შორის - მაღალი კლასის ბარათებით, განსაკუთრებული პირობებით საბანკო პროდუქტებზე, სტუდიოს მულტიფუნქციურ სივრცეზე წვდომით, სამოგზაურო უპირატესობებით და სპეციალური შეთავაზებებით.
გახდი სტუდიო ლიბერთის წევრი, აარჩიე ციფრული ან პრემიუმ ნაკრები: https://shorturl.at/9nIWl
სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური, უნიკალური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე.
www.studioliberty.ge აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი
სტუდიო ლიბერთი - შენი წარმატებული ცხოვრებისთვის
studioliberty.ge
(R)