რადოსლავ სიკორსკი - აშშ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ჩვენ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით - ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

აშშ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ჩვენ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით - ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ აშშ-ში ცვლილებებს გაგებით ვუყურებთ, მაგრამ ასევე შეშფოთებით ვაკვირდებით. აშშ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, ჩვენ კი აშშ-ის ერთგული მოკავშირეები ვართ და ეს გაგრძელდება, მაგრამ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, „ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.

„პოლონეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხე ერთი მიმართულებიდან - აღმოსავლეთიდან მოდის და არა დასავლეთიდან. ან ევროპა ერთად დადგება, ან უფრო დიდი ძალები გაგვანადგურებენ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს