ეროვნული ბანკი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოქვეყნებულ ანგარიშში Moody’s-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Moody’s-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დედოლარიზაცია კვლავ გაგრძელდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვები აღადგინა.

„Moody’s-ი ელის, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შინამეურნეობების შემოსავლების ჯანსაღი დინამიკა ხელს შეუწყობს მსესხებელთა გადახდისუნარიანობას.

კაპიტალის ბუფერები საკმარისი დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები და ძლიერი შიდა კაპიტალის წარმოქმნა. ასევე, მაღალი დარჩება მომგებიანობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დედოლარიზაცია კვლავ გაგრძელდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღადგინა უცხოური ვალუტის რეზერვები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს