საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, ასევე, მიმდინარე და განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს და დეტალურად მიმოიხილეს გაეროს სააგენტოებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.