ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებების პროფესორები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებენ, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები.

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მათი ფაკულტეტის მიმართ დისკრიმინაციულია.

„ფაკულტეტზე არსებული ბიზნეს სკოლა ყველაზე დიდი ბიზნეს სკოლაა საქართველოში. სკოლას აქვს უნიკალური და ძალიან მოთხოვნადი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ანიჭებს BBA da MBA კვალიფიკაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ ინგლისურენოვან MBA-ს არ ჰყავს ანალოგი საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამაში ისწავლება მრავალფეროვანი, ინოვაციური და უნიკალური სასწავლო კურსები. ის შემუშავდა ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამა არის სრულიად ინგლისურენოვანი, რაც იძლევა არამხოლოდ ადგილობრივი სტუდენტების ევროპულ უსდ-ში "ერასმუს" + ფარგლებში სასწავლებლად გაგზავნას, არამედ შესაძლებელს ხდის პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების მიღებას. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აქვთ ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა (დღეისთვის 26 ქართველ სტუდენტს მოპოვებული აქვს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის კუთხით, 24 ავსტრიელს კი ილიაუნის MBA). რაც შეეხება ტრადიციებს, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ვერცერთი პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ვერ ჩაითვლება ტრადიციულად იმ მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ, 1990-იან წლებამდე ეს პროგრამები არსად ისწავლებოდა. 12 თებერვლის დადგენილების შედეგად ფაკულტეტის ყველა სკოლაში შემცირდა მისაღები კვოტების რაოდენობა, ბიზნეს სკოლაში კი საერთოდ განულდა. ჩვენ პროგრამების მაღალი ხარისხისა და მათზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული ჩვენი ფაკულტეტის მიმართ. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები", -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები.

კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს