ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

„განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს