შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა და მის წინააღმდეგ “საპასუხო ზომები” იქნა მიღებული

შვედეთში რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა, მის წინააღმდეგ “საპასუხო ზომები” იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (SVT) შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ფრანგული ავიამზიდი “შარლ დე გოლი” შვედეთის ქალაქ მალმოს პორტში იმყოფება, სადაც სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

SVT-ის ინფორმაციით, 26 თებერვალს მახლობლად მდებარე რუსული გემიდან დრონი აფრინდა და ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა. შვედეთის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ დრონის საეჭვო ფრენა შეამჩნიეს.

“შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა საეჭვო დრონი შეამჩნია ორებროში საზღვაო პატრულირების დროს. ამასთან დაკავშირებით, შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს შემჩნეული დრონის წინააღმდეგ. შემდგომში დრონთან კონტაქტი დაიკარგა”, - ნათქვამია შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესრელიზში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს