პროკურატურამ სამტრედიაში ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ეკო მედიკალ ჯგუფი"-ს და შპს "ეკოლოგია და სუფთა გარემო"-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.

„სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ეყარა, „TV პირველი” ადგილობრივებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო