ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა

ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკისტანისა და ავღანეთის სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები 26 თებერვალს ღამე მოხდა, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ე.წ. "საპასუხო დარტყმები" დაიწყო პაკისტანის ინფრასტრუქტურაზე.

კერძოდ, ავღანეთის ძალებმა ორი საათის განმავლობაში ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთის მთიან რეგიონში მდებარე პოსტებს იქამდე, სანამ პაკისტანის ძალებმა არ უპასუხეს.

პაკისტანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის რეაგირებდა ავღანეთის ძალების მიერ საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ადგილას განხორციელებულ „არაპროვოცირებულ ცეცხლზე“.

კერძოდ, განცხადების თაანხმად, პაკისტანის ჯარებმა „დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს“, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. აღინიშნება, რომ პაკისტანი ყველა საჭირო ზომას მიიღებს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და მოქალაქეების დასაცავად.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს