ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე - შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.

„უკვე უფრო დიდი მზადყოფნაა შემდეგი სამმხრივი ფორმატისთვის. დიდი ალბათობით, შემდეგი შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, აბუ დაბიში გაიმართება. ველით, რომ ფორმატი მარტის დასაწყისში გაიმართება. უნდა დავასრულოთ ყველაფერი, რისი მიღწევაც მოხერხდა უსაფრთხოების რეალური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ამ ფორმატს ბევრი რამის გადაჭრა შეუძლია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 26 თებერვალს ესაუბრა უკრაინელ მომლაპარაკებლებს - ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერს დავით არახამიას და ასევე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს : სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს