იულია სვირიდენკო - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის ოთხწლიანი, 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამა დაამტკიცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის 8.1 მილიარდი დოლარის ღირებულების გაფართოებული დაფინანსების ახალი ოთხწლიანი პროგრამა დაამტკიცა.

სვირიდენკოს ინფორმაციით, უკრაინა მალე მიიღებს პირველ ტრანშს - დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს - რომელსაც „ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად“ გამოიყენებენ.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა უფრო ფართო ფინანსური ჩარჩოს ნაწილია, რომელიც შექმნილია ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის პროგნოზირებული 136.5 მილიარდი დოლარის მოცულობის დეფიციტის დასაფარად. ის ითვალისწინებს იმ რეფორმების გაგრძელებას, რომლებმაც წინა წლებში უზრუნველყო მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ახალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის პროგრამა წარმოადგენს საყრდენს ყველა საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერისთვის, მათ შორის ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღებისთვის“, - აღნიშნა სვირიდენკომ.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გარდა, ეს მოიცავს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსებას და ვალის შემსუბუქების მექანიზმის მეშვეობით ოფიციალური ვალის გადახდების შემცირებას.

„პარტნიორებმა დაადასტურეს ოფიციალური ვალის მომსახურებაზე მიმდინარე მორატორიუმის გაგრძელება და მზადყოფნა, დაასრულონ რესტრუქტურიზაცია სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს