პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა

პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას BBC-ი პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვყნა, სადაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობას „ღია ომი“ გამოუცხადა.

„პაკისტანმა ყველა ღონე იხმარა სიტუაციის ნორმალური შენარჩუნებისთვის პირდაპირი საშუალებებით და მეგობარი ქვეყნების მეშვეობით. ოს სრულფასოვან დიპლომატიაში ჩაერთო. ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ახლა ჩვენსა და თქვენს შორის ღია ომია“, - დაწერა მინისტრმა.

მანამდე, „თალიბანის“ პრესსპიკერმა X-ზე განაცხადა, რომ მათ პაკისტანის ჯარებს განახლებული თავდასხმებით უპასუხეს - თუმცა პოსტი მოგვიანებით წაშალა.

პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე პაკისტანმა განაცხადა, რომ ავღანეთის „თალიბანის“ ოპერაციის შემდეგ მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ცნობისთვის, ოქტომბერში საზღვართან დაკავშირებით არსებული დავის გამო მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, თუმცა ბოლო დღეებში ბრძოლები კვლავ განახლდა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს