ჰილარი კლინტონმა კონგრესში განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესის პანელს განუცხადა, რომ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.

მან კანონმდებლებს მოუწოდა, ფიცის ქვეშ დაკითხონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეპშტეინთან მისი წარსული კავშირის შესახებ.

„მინდა, სიმართლე გაირკვეს“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის კონგრესის საგამოძიებო კომიტეტისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ამასთან, კომიტეტის წინაშე გამოსვლამდე ჰილარი კლინტონმა ტექსტი გაასაჯაროვა, რომლის წაკითხვასაც სხდომაზე აპირებდა.

„წარმოდგენა არ მქონდა მათი კრიმინალური საქმიანობის შესახებ. არ მახსოვს, ოდესმე შევხვედროდი ბატონ ეპშტეინს. არასდროს მიფრენია მისი თვითმფრინავით და არასდროს ვყოფილვარ მის კუნძულზე, სახლებსა თუ ოფისებში“, - აღნიშნულია კლინტონის ტექსტში.

ამასთან, აშშ-ის კონგრესის საგამოძოებო კომიტეტი დღეს ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონსაც დაკითხავს. როგორც ცნობილია, ბილ კლინტონი ეპშტეინს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მათი კონტაქტი პრეზიდენტობის შემდეგ მის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება. ბილ კლინტონის მტკიცებით, ეპშტეინთან ურთიერთობა ორი ათწლეული წლის წინ გაწყვიტა და რომ მისი დანაშაულების შესახებ არაფერი იცოდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო