უკვე 2 წელია, რაც პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა საქართველოში და მთლიანად კავკასიაში რობოტული ქირურგია დანერგა. ამ პერიოდში „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ 300-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რაც პროექტის დიდ მასშტაბსა და წარმატებაზე მეტყველებს.
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, რობოტული ტექნოლოგიებით პირველი ოპერაცია პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა 2024 წლის 27 თებერვალს ჩაატარა. ეს იყო პრეცედენტული მოვლენა რეგიონში, რადგან მანამდე რობოტული ქირურგია საქართველოსა და კავკასიაში არ არსებობდა და შესაბამისად არც რობოტული ოპერაცია ჩატარებულა
რობოტული ქირურგიის დანერგვა გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა საქართველოსა და კავკასიაში, რადგან მან სრულად შეცვალა რეგიონის სამედიცინო შესაძლებლობები - თუ წლების განმავლობაში რთული ონკოლოგიური და რეკონსტრუქციული ოპერაციებების რობოტული ოპერაციების განსახორციელებლად პაციენტები იძულებულნი იყვნენ მიემართათ თურქეთის, ისრაელის, ევროპის კლინიკებს , უკვე ორი წელია, საქართველოში, „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ გახდა შესაძლებელი ინოვაციური ტექნოლოგიებით მკურნალობა.
როგორც „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ განმარტავენ, რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა პროფესორისა და მისი გუნდისთვის ათწლეულების განმავლობაში ნაშენი ფუნდამენტის დაგვირგვინებაა. გუნდმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნახტომისთვის მრავალი ეტაპი გაიარა. საწყისი კი იყო პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უმაღლესი რანგის ქირურგად ჩამოყალიბება - პროფესორს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მიღებული მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, სადაც ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, მედიცინაში დასავლური ხედვაც შეიძინა. საერთაშორისო და რეგიონულმა აღიარებამ კლინიკას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა.
აღიარებული ექიმის მუდმივი მონაწილეობა ევროპის, ამერიკისა, აზიის და თუნდაც კავკასიის უმსხვილეს კონგრესებზე, სადაც იგი წარდგებოდა საკუთარი სამეცნიერო-პრაქტიკული მიღწევებით, ქმნიდა ნდობის იმ მაღალ ხარისხს, რაც აუცილებელია ასეთი მასშტაბის პროექტისთვის. ათასობით წარმატებული ოპერაცია და პაციენტთა მადლიერება იყო ის მთავარი კაპიტალი, რაზეც „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ აშენდა.
აღსანიშნავია, რომ რობოტული ტექნოლოგიების დანერგვამდე კლინიკა უკვე ფუნქციონირებდა როგორც მაღალტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ინერგებოდა პროსტატის კიბოს სკრინინგის უახლესი მეთოდები; ფოკალური თერაპია (რობოტული მიდგომები, რომლებიც წინ უსწრებდა სრულმასშტაბიან ქირურგიულ რობოტს); მინიმალურ-ინვაზიური ქირურგია (შტორცის კენჭის დაშლის ცენტრი და ლაპაროსკოპია).
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, სწორედ გამართულმა მენეჯმენტმა და პროფესიულმა რეპუტაციამ დაარწმუნა ქართული საბანკო სისტემა, აღნიშნული ინვესტიცია ჩაედო ქართული მედიცინის განვითარებაში:
„ქარაზანაშვილის კლინიკაში რობოტული ქირურგიის დანერგვა პირველად საქართველოსა და კავკასიში გახდა ამ გრძელვადიანი სტრატეგიის „გვირგვინი“, რომელმაც საქართველო მსოფლიო სამედიცინო რუკაზე ახალ საფეხურზე აიყვანა. დღეს ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება რობოტულ ქირურგიაში. ცენტრში ჩატარებულია რამდენიმე ასეული ურთულესი რობოტული ოპერაცია, რაც ნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია სრულად ინტეგრირებულია ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში“, - განმარტავს პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი.
მისივე განმარტებით, რობოტული ქირურგიის დანერგვა, ეს არის განაცხადი, რომ საქართველო ხდება სამედიცინო ჰაბი კავკასიაში.
„ქვეყანა აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ხდება თანამედროვე მედიცინის ცენტრი, რაც ამცირებს პაციენტების გადინებას საზღვარგარეთ (მაგ. თურქეთში ან ევროპაში) და ზრდის ქვეყნის რეიტინგს საერთაშორისო სამედიცინო რუკაზე. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრისთვის ეს ნიშნავს უმაღლეს აკრედიტაციას და პროფესიულ ზრდას. რობოტული ქირურგია მოითხოვს პერსონალის სპეციალურ გადამზადებას დასავლური სტანდარტებით, რაც ავტომატურად ზრდის მთლიანი სამედიცინო გუნდის კვალიფიკაციას“, - განმარტავს პროფესორი.
რას ნიშნავს პაციენტისთვის საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსგავსად განვითარება?
პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის განმარტებით, რობოტული ქირურგიის დანერგვა არის გზა მედიცინისკენ, სადაც შეცდომის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი – მაქსიმუმამდე აყვანილი.
კლინიკაში განმარტავენ, რომ საქართველომ გადაასწრო მეზობელ ქვეყნებს მაღალტექნოლოგიური მედიცინის იმპორტში. ქარაზანაშვილის ცენტრი გახდა რეფერალური წერტილი მთელი მსოფლიოსთვის, საიდანაც დაიწყო ულტრათანამედროვე რობოტ Toumai”-ს გავრცელლება მსოფლიოში. რობოტული ქირურგიის დანერგვა ავტომატურად ნიშნავს დასავლური პროტოკოლების გადმოტანას - „შეუძლებელია მართავდე რობოტს და არ იცავდე იმ მკაცრ სტანდარტებს, რაც მოქმედებს ნიუ-იორკის ან ლონდონის წამყვან კლინიკებში. ამასთან, ქართველი ექიმები დადგნენ იმავე საფეხურზე, რომელზეც დგანან მსოფლიო დონის ქირურგები. ეს არის ხარისხის გარანტია, სადაც „შეცდომის კოეფიციენტი“ მინიმუმამდეა დაყვანილი“.
„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის“ პოზიციონირება განსაკუთრებით გაძლიერდა ონკო-უროლოგიის მიმართულებით. რობოტის მეშვეობით კლინიკამ შეძლო იმ ოპერაციების ჩატარება, რომლებიც მანამდე „არაოპერაბელურად“ ან ზედმეტად რისკიანად ითვლებოდა.
რა სპეციფიკით ხასიათდება რობოტული ქირურგიით მკურნალობა?
რობოტულ ქირურგიაში მთავარ როლს ასრულებს ექიმი, აპარატურა კი მხოლოდ მისი „კარნახით“ მოქმედებს. რობოტს არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების უნარი - იგი არ იღებს გადაწყვეტილებებს და არ მოქმედებს ავტონომიურად. ოპერაციის ყველა ეტაპი სრულად კონტროლდება ექიმის მიერ.
ქირურგი ოპერაციას მართავს სპეციალური მართვის კონსოლიდან, საიდანაც მას აქვს მაღალგარჩევადი ვიზუალიზაცია. ეს საშუალებას აძლევს ექიმს მაქსიმალური სიზუსტით დაინახოს ანატომიური სტრუქტურები და ოპერაცია ჩაატაროს სრული კონტროლით. რობოტული სისტემა კი ამ მოძრაობებს ასრულებს მაქსიმალური სიზუსტით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ხელის ბუნებრივ მიკროვიბრაციას და უზრუნველყოფს ინსტრუმენტების სრულ კონტროლს.
ამ ტექნოლოგიის მთავარი დანიშნულება არის ქირურგის შესაძლებლობების გაფართოება და ოპერაციის სიზუსტის მაქსიმალური გაზრდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური ოპერაციების დროს, როდესაც აუცილებელია სიმსივნური ქსოვილის ზუსტი მოცილება და იმ ანატომიური სტრუქტურების მაქსიმალური დაცვა, რომლებიც განსაზღვრავს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
რომ შევაჯამოთ, რობოტული სისტემის სპეციფიკა არ გულისხმობს ქირურგის ჩანაცვლებას, პირიქით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ქირურგს აძლევს საშუალებას, გასცდეს ადამიანის ფიზიოლოგიურ ლიმიტებს.
კერძოდ, რობოტის „მკლავებს“ შეუძლიათ 360 გრადუსით და მეტით დატრიალება, რაც ქირურგს აძლევს საშუალებას, მანიპულაციები ჩაატაროს ისეთი კუთხით, რომელიც ღია ან ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს ფიზიკურად შეუძლებელია. სისტემა ავტომატურად ფილტრავს ადამიანის ხელის ბუნებრივ კანკალს (ტრემორს), რაც უზრუნველყოფს აბსოლუტურ სიზუსტეს მილიმეტრულ დონეზე.
ამასთან, რობოტული ქირურგიის ერთ-ერთი მთავარი სპეციფიკა მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციაა. ქირურგი ოპერაციას ატარებს სპეციალური კონსოლიდან, სადაც ხედავს: 3D და 10-ჯერ გადიდებულ გამოსახულებას განსხვავებით ჩვეულებრივი ლაპარასკოპიისგან და ქსოვილებს, ნერვებსა და სისხლძარღვებს ისეთი დეტალიზაციით, თითქოს ის უშუალოდ ორგანიზმის შიგნით იმყოფებოდეს. ეს არის „ციფრული მიკროსკოპი“, რომელიც შეცდომის დაშვების ალბათობას ნულამდე ამცირებს.
რობოტული ქირურგიის „ჯადოსნურობა“ მის მინიმალისტურობაშია. სპეციფიკური კონსტრუქციის წყალობით, რობოტს შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმის ყველაზე რთულად მისადგომ წერტილებში (მაგალითად, მცირე მენჯის ღრუში ონკოლოგიური ოპერაციებისას, პროსტატაზე, შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ყელზე) სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრიანი განაკვეთით.
რობოტული ქირურგიის ეფექტურობა საბოლოოდ ეფუძნება ქირურგის გამოცდილებას და გუნდის პროფესიონალიზმს, ხოლო რობოტული სისტემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ამ გამოცდილების მაქსიმალურად ზუსტ და უსაფრთხო რეალიზაციას.
რომელი ქირურგიული რობოტები გამოიყენება კლინიკაში?
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ ხელმისაწვდომია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ინოვაციური სისტემა — Toumai (ტოუმაი). ეს არის მეოთხე თაობის მაღალტექნოლოგიური რობოტი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს Da Vinci (დავინჩი) -ს და ბევრ ასპექტში ახალ სტანდარტებსაც აწესებს.
პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი განმარტავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ბაზრის ლიდერი Da Vinci იყო, თუმცა Toumai (MicroPort-ის მიერ შექმნილი სისტემა) წარმოადგენს რობოტული ქირურგიის „ახალ ტალღას“, რომელიც ითვალისწინებს წინა თაობების გამოცდილებას და აუმჯობესებს მათ. Toumai აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ალგორითმებით, რომლებიც აკონტროლებს ინსტრუმენტების ძალას ქსოვილებზე. მას აქვს სუპერ-მოქნილი სახსრები, ციფრული სტაბილიზაცია და ღია არქიტექტურა. Toumai არის 2025 წლის ლიდერი ტელექირურგიაში, რაც მეტყველებს ამ რობოტის უმაღლეს სანდოობაზე და სტაბილურობაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის ქირურგის სინთეზი?
გურამ ქარაზანაშვილი არ არის მხოლოდ პრაქტიკოსი ქირურგი, ის არის საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი და ექსპერტი. მას დაცული აქვს ორი დისერტაცია და არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალებში. ის რეგულარულად გამოდის მოხსენებებით უროლოგიისა და ონკოუროლოგიის წამყვან მსოფლიო კონგრესებზე, სადაც ქართულ გამოცდილებას დასავლელ კოლეგებს უზიარებს.
პროფესორ ქარაზანაშვილის ანგარიშზეა:
ის ერთადერთი ქირურგია რეგიონში, რომელიც დასავლელი კოლეგების მსგავსად, ასეთი მაღალი ინტენსივობითა და მასშტაბით ახორციელებს რობოტულ მანიპულაციებს.
როდესაც პაციენტი მიდის ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში, ის იღებს არა მხოლოდ მსოფლიოში საუკეთესო აპარატურას, არამედ მსოფლიოში აღიარებული ქირურგის სამედიცინო სერვისს.
დღეს, არცერთ სხვა სამედიცინო ცენტრს საქართველოში და არც კავკასიის რეგიონში ქირურგიაში რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებაში მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ზოგიერთმა კლინიკამ დაიწყო რობოტული სისტემების ათვისება, ქარაზანაშვილის ცენტრი რჩება ერთადერთ პლატფორმად, სადაც ასეთი მოკლე დროში 300-იანი ნიშნული გადაილახა. ეს ნიშნავს, რომ აქ ქირურგიული გუნდი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით, რაც პირდაპირ კავშირშია ოპერაციების ხარისხთან - რაც მეტია პრაქტიკული გამოცდილება, მით უფრო მაღალია ქირურგიული სიზუსტე და ნაკლებია გართულებების რისკი.
რომელი სიმსივნური დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება რობოტული ქირურგია?
პროსტატის კიბოსთან ბრძოლაში თანამედროვე მედიცინის „ოქროს სტანდარტად“ რობოტული ქირურგია მიიჩნევა. მისი მთავარი უპირატესობა სიზუსტე და მინიმალური ტრავმულობაა, რაც პირდაპირ აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.
ღია ქირურგიასთან შედარებით რობოტული მეთოდის დროს ჭრილობა მინიმალურია, სისხლის დაკარგვა კი - პრაქტიკულად ნულოვანი. გამოჯანმრთელების პერიოდი რამდენჯერმე მცირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ლაპაროსკოპიაც მცირეინვაზიურია, რობოტი ქირურგს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიზუსტით შეინარჩუნოს პროსტატის გარშემო არსებული ნერვული წნულები. ეს გადამწყვეტია ოპერაციის შემდგომი ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის - შარდის შეკავებისა და ერექციული ფუნქციის შესანარჩუნებლად.
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ რობოტულ ქირურგიას მიმართავენ პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნის (ადენომის) დროსაც. რობოტი გამორიცხავს დიდ განაკვეთს და ამცირებს გართულებების რისკს.
„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ ათეული წლებია ნერგავს პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მსოფლიო სტანდარტებს. ცენტრი უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, საქართველოში რობოტული ტექნოლოგიების დანერგვას შემდეგი ცვლილებები მოჰყვა:
„Focal One“ – ორგანოს შენარჩუნების შესაძლებლობაჯერ კიდევ 5 წლის წინ ცენტრმა დანერგა Focal One (რობოტული ფოკალური თერაპია), რაც რეგიონში უნიკალურია. მანამდე, პროსტატის კიბოს დროს, სტანდარტი იყო მთლიანი ორგანოს ამოკვეთა. რობოტული ფოკალური თერაპიით კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ სიმსივნური კერის განადგურება მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერით (HIFU), ისე, რომ პროსტატა რჩება ხელუხლებელი. ეს პაციენტს ართმევს „ინვალიდობის“ განცდას და უნარჩუნებს სრულფასოვან ცხოვრებას
რობოტულ ქირურგიას წინ უძღვის რობოტული სიზუსტის დიაგნოსტიკა. 29 მეგაჰერციანი მიკრო-ულტრაბგერა არის ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საშუალებას აძლევს, დაინახოს პროსტატის სიმსივნე იქ, სადაც ჩვეულებრივი ექოსკოპია ან თუნდაც მრტ (MRI) ზოგჯერ უძლურია.
თარგეტული, ფიუჟენ ბიოფსიაპროსტატის ბიოფსია კეთდება არა „ბრმად“, არამედ რობოტული სიზუსტით, უშუალოდ საეჭვო კერიდან, რაც გამორიცხავს ცდომილებას.
მანამდე, თუ კიბო პროსტატის ფარგლებს გარეთ იყო გასული (მეტასტაზები), ქირურგიული ჩარევა ხშირად აზრს კარგავდა ან კიდევ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. რობოტულმა ტექნოლოგიამ და მულტიმოდალურმა მიდგომამ ქარაზანაშვილის ცენტრს მისცა საშუალება: ჩაატაროს რთული, კომბინირებული ოპერაციები მინიმალური სისხლდენით და გააუმჯობესოს პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი მეტასტაზური ფორმების დროსაც კი.
ბუშტის რობოტული ტექნოლოგიით ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა არის უმაღლესი პილოტაჟი თანამედროვე ქირურგიაში. ეს ოპერაცია მოითხოვს ქირურგის უბადლო ოსტატობას და ტექნოლოგიურ სრულყოფილებას.მაგალითად აშშ-ში ამ ოპერაციას ონკოუროლოგთა მხოლოდ 9% ახორციელებს.
ათწლეულების განმავლობაში ქარაზანაშვილის ცენტრში წარმატებით ხორციელდებოდა ღია (გაკვეთით)ცისტექტომია (შარდის ბუშტის ლიკვიდაცია) და ხელოვნური შარდის ბუშტის (Neobladder) შექმნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ოპერაციის ორიგინალური ტექნიკა, რომელიც ცენტრის გუნდმა შეიმუშავა, არაერთხელ იქნა მოხსენებული ამერიკის უროლოგთა ასოციაციის (AUA) კონგრესებზე. საერთაშორისო დონეზე დამტკიცდა, რომ ეს ტექნიკა მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ გართულებებს და პაციენტს უნარჩუნებს ცხოვრების მაღალ ხარისხს.
თუმცა, რობოტული ქირურგიის დანერგვის შემდეგ, პირველად საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ხელოვნური შარდის ბუშტი შეიქმნა სხეულის შიგნით, ყოველგვარი განაკვეთის გარეშე. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენთან რობოტული ქირურგიის განვითარებამ მსოფლიო დონის უმაღლეს წერტილს მიაღწია.“ ეს მიღწევა ნიშნავს, რომ პაციენტს, შარდის ბუშტის ამოკვეთის მიუხედავად, ეძლევა შანსი ჰქონდეს ფუნქციური ორგანო, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს ბუნებრივს, ოპერაცია კი ჩატარდეს უსაფრთხოდ, სისხლის დაკარგვისა და ხანგრძლივი ტანჯვის გარეშე.
თირკმლის შემანარჩუნებელი რობოტული ოპერაცია
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობისას თანამედროვე მედიცინის მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ სიმსივნის ამოკვეთა, არამედ თირკმლის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება (Partial Nephrectomy). რობოტული ქირურგია ამ მიმართულებით გადამწყვეტ უპირატესობას ფლობს.
თირკმლის რეზექციის (ნაწილობრივი ამოკვეთის) დროს ქირურგს უწევს თირკმლის სისხლძარღვების დროებითი გადაკეტვა, რათა უსისხლო გარემოში ამოკვეთოს სიმსივნე. აქ ყოველი წამი გადამწყვეტია თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად. ღია ოპერაცია მოითხოვს დიდ განაკვეთს წელისა თუ მუცლის არეში, ხშირად ნეკნის მოცილებასაც კი, რაც პაციენტისთვის ძალიან ტრავმულია. რობოტი კი ამ ყველაფერს რამდენიმე მცირე ნახვრეტით (პორტით) აკეთებს. ამასთან, ლაპარასკოპიასთან შედარებით, რობოტი საშუალებას აძლევს ქირურგს, ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად გაკეროს თირკმლის ჭრილობა სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ. ეს ამცირებს თირკმლის იშემიის (სისხლის მიწოდების შეწყვეტის) დროს, რაც პირდაპირ აისახება იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ორგანო ოპერაციის შემდეგ.
რობოტული სისტემის დახმარებით, „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის“ ქირურგიული გუნდი ახერხებს 7-8 სანტიმეტრამდე ზომის სიმსივნეების ამოკვეთასაც კი თირკმლის შენარჩუნებით. პრაქტიკაში, დიდი ზომის სიმსივნეების დროს ხშირად მთლიანი თირკმლის ამოკვეთას (ნეფრექტომიას) ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა კლინიკის გამოცდილება და რობოტული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ასეთი რთული კერებიც კი მოსცილდეს ორგანოს დაზიანების გარეშე.
რა უპირატესობები აქვს გინეკოლოგიური და კოლორექტალური დაავადებების მკურნალობას რობოტული ქირურგიით და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ამ მხრივ პაციენტებს „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“?
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის დროს ხშირად საჭიროა რადიკალური ჰისტერექტომია. რობოტული ქირურგია საშუალებას იძლევა, მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს საშვილოსნოს ყელის მიმდებარე ქსოვილებისა და ლიმფური კვანძების პრეპარირება. 3D ხედვა და 10 ჯერ გადიდება ეხმარება ქირურგს, თავიდან აიცილოს შარდსაწვეთებისა და მსხვილი სისხლძარღვების დაზიანება, რაც ღია ოპერაციისას მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
რობოტული ქირურგიის კიდევ ერთი უპირატესობაა რეპროდუქციული ფუნქციის დაზოგვა. კერძოდ, საშვილოსნოს მიომების ამოკვეთისას (მიომექტომია), რობოტი უზრუნველყოფს საშვილოსნოს კედლის იდეალურ აღდგენას, რაც ქალებს მომავალში ფეხმძიმობისა და მშობიარობის შესაძლებლობას უნარჩუნებს.
რაც შეეხება კოლორექტალურ ქირურგიას, რობოტული ტექნოლოგიებით მუშაობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ვიწრო სივრცეში.
მსხვილი და სწორი ნაწლავის ოპერაციები ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, სადაც რობოტული სისტემა შეუცვლელია.
წლების განმავლობაში საქართველოდან რთული ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ პაციენტები ძირითადად თურქეთის კლინიკებს მიმართავდნენ. შეცვალა თუ არა ეს რეალობა რობოტული ქირურგიის დანერგვამ და რატომ?
დიახ, რეალობა რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე თურქეთის კლინიკები მიიჩნეოდა ერთადერთ გამოსავლად რთული ონკოლოგიური ოპერაციებისთვის, დღეს „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის“ არსებობამ ეს საჭიროება პრაქტიკულად გააუქმა. მეტიც, დაიწყო საპირისპირო პროცესი — პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან სამკურნალოდ უკვე საქართველოში ჩამოდიან.
აი, რატომ აირჩიეს პაციენტებმა საქართველო თურქეთის ნაცვლად:
ტექნოლოგიური უპირატესობა
ბევრ თურქულ კლინიკაში რობოტული სისტემა ხელმისაწვდომია, თუმცა „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ ფლობს ისეთ ექსკლუზიურ ტექნოლოგიებს, რომლებიც რეგიონში იშვიათობაა. მაგალითად:
გამოცდილება და ნდობა
2 წელიწადში ჩატარებული 300-ზე მეტი რობოტული ოპერაცია არის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო თურქეთის წამყვან კლინიკებს გაუთანაბრდა. პაციენტისთვის გადამწყვეტია ქირურგის გამოცდილება და როდესაც ქვეყანაში არსებობს გუნდი, რომელსაც რობოტული ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის ან 7-სანტიმეტრიანი სიმსივნის რეზექციის უნიკალური გამოცდილება აქვს, უცხოეთში წასვლის აზრი იკარგება.
„სახლში მკურნალობის“ ფაქტორი
ონკოლოგიური მკურნალობა ხანგრძლივი და სტრესული პროცესია. როდესაც პაციენტი ქვეყნის შიგნით იღებს იმავე (ან ხშირად უკეთეს) ხარისხს, რასაც თურქეთში:
ფასი და ხარისხი
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ მკურნალობის ხარისხი სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს (აშშ, გერმანია), თუმცა ფინანსურად ის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვის, ვიდრე ანალოგიური სერვისი თურქეთის თუ ევროპის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში.
ამ ტექნოლოგიურმა არსენალმა ცენტრი აქცია სამედიცინო ტურიზმის ეპიცენტრად. დღეს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აღარ არის მხოლოდ ლოკალური კლინიკა — ის არის წამყვანი დაწესებულება აღმოსავლეთ ევროპისა, შავი ზღვის რეგიონის (თურქეთის ჩათვლით), კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით, სადაც პაციენტები ჩამოდიან მსოფლიო კლასის, უმაღლესი ხარისხის სერვისის მისაღებად. „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ არის ადგილი, სადაც უახლესი ტექნოლოგია და მრავალწლიანი გამოცდილება პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.
(R)