პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე აღარ წარადგენს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განმარტა, ანგარიშის წარდგენა მომდევნო სასესიო კვირაში გადაიწევს.
პაპუაშვილის განმარტებით, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის გამო გადაიდება.
„სამშაბათს სესია არ იქნება დასვენების დღეა. 4-ში სესია იქნება, თუმცა [ანგარიში] 4-ში არ იქნება, ვინაიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმება საქართველოში. მთავრობაც დაკავებული იქნება ამ ვიზიტის ფარგლებში. [ანგარიშის წარდგენა] შემდეგ კვირაზე გადაიწევს, თუმცა ანგარიში აუცილებლად იქნება და საინტერესო იქნება მოსასმენად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.