ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა პუტინთან შესახვედრად, თუმცა ტერიტორიებს არ დათმობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის შესახვედრად და ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის მისაღწევად.

უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-ს განუცხადა, აშშ-ს აქვს ომის დასრულების ძალა, მაგრამ მოსკოვზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს.

„შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ფიქრობენ. და მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ისინი ნამდვილად ახდენენ ზეწოლას პუტინზე. მათ შეუძლიათ შეაჩერონ ეს ომი,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდა, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ხელმძღვანელობის ოჯახების წინააღმდეგ და მიაწოდოს უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი, რადგან, ზელენსკის თქმით, მხოლოდ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს მოსკოვს სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებებს.

კითხვაზე, თუ რამდენად ახლოსაა უკრაინა მშვიდობის მიღწევასთან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არსებობს ფანჯარა ნოემბერში ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე“.

„ახლა ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს. რას ვფიქრობ მომავალ წელზე... ეს დამოკიდებულია ამ თვეებზე, გვექნება თუ არა შანსი, დავასრულოთ ომი შემოდგომამდე. არჩევნებამდე, მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. თუ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება, ახლა ეს ფანჯარა გვაქვს”,- აცხადებს ზელენსკი.

ტერიტორიებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, კერძოდ, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ სლავიანსკის და კრამატორსკი, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს მოლაპარაკებებში „წითელი ხაზი“ იქნება.

„ეს ჩვენი ტერიტორიაა და წარმოუდგენლად უცნაურად ჟღერს, რატომ უნდა გავიდეთ ჩვენი მიწიდან? რატომ მოახდინეს ჩვენი მიწის ოკუპაცია და არავის შეუძლია მათ იქიდან განდევნა. თუ ჩვენ ამ ტერიტორიიდან გავალთ, მაგალითად, სლავიანსკიდან, 200 000 ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს, რუსების მიერ იქნება ოკუპირებული. ვინ უთხრა რუსეთს, რომ ეს ადამიანები მზად არიან რუსები იყვნენ? თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისინი მოკლავენ მათ ან ფრონტზე, ან ციხეში გაუშვებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს