გიორგი კეპულაძე - საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეგულაციებთან შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია - სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება, ინფრასტრუქტურისთვის კი  ათეულობით მილიონი ლარია საჭირო

საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეპუტაციის, სანდოობისა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დასტური,- ასე ეხმაურება ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაანონსებულ „იმედის ბანკის“ შექმნას.

მისი თქმით, „50 მილიონის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო, ეს კი მოიცავს ძირითადი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და პროფესიონალი გუნდის შენახვას“.

„რადგან ინტერესი გაჩნდა, მოკლედ გეტყვით, რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურ მოთხოვნას აერთიანებს:

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება. ეს არის საწესდებო კაპიტალი, ე.წ. ბუფერი, რომელიც ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად ინახება და მისი საოპერაციო ხარჯებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

50 მილიონის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო. ეს მოიცავს ძირითადი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და პროფესიონალი გუნდის შენახვას.

მარეგულირებელი ითხოვს კაპიტალის წარმომავლობის სრულ დადასტურებას. მფლობელობის სტრუქტურა ბოლომდე ნათელი უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ფულის გათეთრებისა და სხვა სისტემური რისკები.

ინვესტორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს უნდა ჰქონდეთ უნაკლო პროფესიული და ფინანსური რეპუტაცია. მსგავს ინსტიტუტში სრულად დაუშვებელია ინტერესთა კონფლიქტი.

აუცილებელია დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები და რისკების მართვის გამართული, საერთაშორისო დონის ჩარჩო.

ასე რომ, საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეპუტაციის, სანდოობისა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დასტური”,- წერს გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო