გოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც 25-26 თებერვალს აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სათაო ოფისში გაიმართა.

„საქსტატის“ ცნობით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ბიურომ განიხილა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში მიმდინარე პრიორიტეტული მიმართულებები და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სტატისტიკის სისტემების განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შრომის სტატისტიკის შესახებ რეზოლუციის ეროვნულ დონეზე დანერგვის პროცესი. ბიურომ ასევე იმსჯელა 2026 და 2027 წლებში სიღრმისეული მიმოხილვისთვის შერჩეულ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის სამუშაო დღის წესრიგს განსაზღვრავს.

ბიურომ აქტიურად იმუშავა 2026 წლის პლენარული სესიის მოსამზადებელ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაციისა სტატისტიკა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების გავლენა ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე, ასევე სტატისტიკური და გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციის პერსპექტივები. აღნიშნული თემები ასახავს გლობალური გამოწვევების ფონზე ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ადაპტაციისა და განვითარების აუცილებლობას.

გოგიტა თოდრაძე ბიუროს წევრად 2025 წლის ივნისში აირჩიეს. ბიუროს კანადის მთავარი სტატისტიკოსი ხელმძღვანელობს, რომლის წევრებიც თოდრაძესთან ერთად არიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები.

ბიუროს მუშაობაში მუდმივი დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ: გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) დირექტორი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტატისტიკის სამსახურის დირექტორი; ევროსტატის გენერალური დირექტორი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი სტატისტიკოსი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარი სტატისტიკოსი; მსოფლიო ბანკის მთავარი სტატისტიკოსი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია ბიუროს შესახებ იხილეთ ბმულზე.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს