თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) საგრანტო კონკურსს აცხადებს. მიმდინარე სასწავლო წლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მომდევნო სასწავლო წლიდან დაფინანსება მიიღონ.

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მათ სთავაზობს კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამებს:

  • IGCSE-ისთვისმოსამზადებელი – 2026-27 სასწავლოწლისმე-8 კლასიდან;
  • IGCSE – 2026-27 სასწავლოწლისმე-9 კლასებიდან;
  • A-Level – 2026-27 სასწავლოწლისმე-11 კლასიდან.

როგორც, თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლაში განმარტავენ გრანტის სრული მოცულობა 350 000 აშშ დოლარს შეადგენს და გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებზე. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ, 30%-დან 100%-მდე დაფინანსება მოიპოვონ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა BIST-ის მოსწავლეებისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის სტიპენდიატებისა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის პირველ პირველ მარტამდე გაგრძელდება. დაინტერესების შემთხვევაში უნდა შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ინგლისურ ენაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) თბილისის ელიტარული საერთაშორისო სკოლაა, რომელსაც მინიჭებული აქვს ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს აკრედიტაცია (COBIS) და ასევე, აღიარებულია საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ის გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრიტანულ განათლებას საქართველოდან გაუსვლელად. სკოლა უზრუნველყოფს ჰოლისტურ სასწავლო გამოცდილებას, რაც თითოეულ მოსწავლეს 21-ს საუკუნისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღებაში ეხმარება. სკოლის აკადემიური გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან, რომელთა უმრავლესობა ბრიტანელია ან აქვს გამოცდილება ბრიტანეთის სკოლებში ბრიტანული სასწავლო გეგმის სწავლებისა. მაღალი დონის აკადემიურ განვითარებასთან ერთად, ისინი შესანიშნავ პასტორალურ ზრუნვასა და კლასგარეშე აქტივობების ფართო სპექტრს უზრუნველყოფენ.თბილისის კამპუსი აერთიანებს 50-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელს და ქმნის მრავალფეროვან, დაბალანსებულ მულტიკულტურულ გარემოს. BIST-ში სწავლების ენა ყველა საგანსა და საფეხურზე ინგლისურია, რაც უზრუნველყოფს ენის სრულყოფილ ფლობას როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ კონტექსტში.

არ გამოტოვოთ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გახდეთ თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის სტიპენდიატი და მიიღოთ ბრიტანული განათლება, მოიპოვოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

(R)

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს