წინანდალში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

წინანდალში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა. 26 თებერვალს ჩატარდა.

„ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ფორმატი 2012 წლიდან არსებობს და წელს რიგით მეშვიდედ გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ამასთან, ფორუმში მონაწილეობა მიიღო 400-მდე დელეგატმა 300-მდე მსხვილი კომპანიიდან, მათ შორის 100-ზე მეტი იყო უცხოური ბიზნესი. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო B2B შეხვედრებს, სადაც კერძო სექტორის წარმომდგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაემყარებინათ კავშირები და განეხილათ სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ AZPROMO (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და DEİK (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს