ირაკლი კობახიძე - არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად - კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან

არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება არაფერი, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება, არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ“.

„როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არცერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება. მე ყველას ვპირდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე „ბანკი ქართუ“ გააგრძელებს თუ არა ურთიერთობას დასანქცირებულ ტელეარხებთან, კობახიძის თქმით, კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა.

„მგონია, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა, თუმცა კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ყველა ტელეკომპანიასთან იმისთვის, რომ თავად ხელი არ შეუწყონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არცერთ კომერციულ სუბიექტს არ შეექმნება პრობლემები. არცერთ ტელეკომპანიას არ შეექმნება პრობლემები. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის მიერ ბანკის შექმნის სურვილს, თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი... რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ბუნებრივია უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს.

არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და POST TV-ის. არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო