Axios - აშშ-მა ისრაელში საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო

აშშ-მა ისრაელში საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ისრაელში აშშ-ის საელჩოდან არასავალდებულო სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

მანამდე, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ საელჩოს თანამშრომლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვისაც ისრაელის დატოვება სურს, ეს პარასკევს უნდა გააკეთოს“.

ამასთან, ისრაელში ჩინეთის საელჩომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების რისკების გაზრდის“ გამო საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს