სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს დაემორჩილოს სანქციებს, რომელიც დაუწესეს მათ პროპაგანდისტულ არხებს და მომავალშიც მოუწევთ დაემორჩილონ სხვა სანქციებს, რომელსაც დასავლეთი მათ წინააღმდეგ შემოიღებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა და ამ სხდომაზე ივანიშვილის გამოჩენა ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად დიდი ბრიტანეთის მიერ ამ პოლიტიკური ძალის მთავარი სამართავი ინსტრუმენტის, პროპაგანდისტული არხების დასანქცირებამ დიდი დარტყმა მიაყენა რეჟიმს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, რომ დაემორჩილოს როგორც ბრიტანეთის, ისე „დასავლეთის მხრიდან მომავალში რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა და ამ სხდომაზე ივანიშვილის გამოჩენა ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად დიდი ბრიტანეთის მიერ ამ პოლიტიკური ძალის [„ქართული ოცნების“] მთავარი სამართავი ინსტრუმენტის - პროპაგანდისტული არხების დასანქცირებამ დიდი დარტყმა მიაყენა რეჟიმს და დღეს, მათ სჭირდებათ, რომ თავიანთი პარტაქტივი და ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ თითქოს აქვთ რესურსი, რათა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. ჩვენ კი ვნახეთ, რომ პოლიტსაბჭო მიუხედავად ბევრი ბაქი-ბუქისა, მხიარული დაიშალა.

ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს დაემორჩილოს სანქციებს, რომელიც უკვე დაუწესეს მათ პროპაგანდისტულ არხებს და მომავალშიც მოუწევთ, რომ დაემორჩილონ ყველა სხვა სანქციებს, რომელსაც დასავლეთი რეჟიმის წინააღმდეგ შემოიღებს, ასევე დაემორჩილონ საბოლოოდ, ქართველი ხალხის ნებას, რომელიც უნდა აღსრულდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე, სალომე სამადაშვილმა „ლელოსთან“ დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველო“ ქართულ პოლიტიკაში, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ისე იასპარეზებს.

ამასთან, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვს.

„ქართველ ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ლელო“ აუცილებლად გაიმარჯვებს, რომლის მთავარი მოკავშირე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქართველი ხალხი და ჩვენი მოქალაქეები არიან, რისიც ძალიან ეშინია ივანიშვილს და სურვილი აქვს, „ლელომ“, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა მოთამაშემ არ იარსებოს.

„ლელო“ არ აპირებს შეუერთდეს, რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია, რომ „ლელო“ ქართულ პოლიტიკაში, ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, ისე იასპარეზებს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო