ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჯეი დი ვენსს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის დეტალები გავუზიარე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის დეტალები გავუზიარე, - ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, საიდ ბადრ ალბუსაიდი სოციალურ ქსელში წერს.

საიდ ბადრ ალბუსაიდი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა.

„ჩართულობისთვის მადლობელი ვარ და მომდევნო დღეების განმავლობაში გადამწყვეტ პროგრესს ველით. მშვიდობა ჩვენს ხელშია“, - წერს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია“.

„არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო